Akhaldaba, Georgia, Sakartvelo

  • ახალდაბა - დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ახალდაბა - დაბა ბორჯომის რაიონში. მდებარეობს მტკვრის ორივე მხარეს მდინარე ნეძვისწყლის შესართავთან (ზღვის დონიდან 760 მ, ბორჯომიდან 18 კმ). ახალდაბა დაბალმთიანი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1965 წელს. მოსახლეობა 2.4 ათასი (2002). წყაროებში XII ს-ში იხსენიება იგი მცირე ქალაქი იყო, მაგრამ მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ და სავაჭრო მნიშვნელობას ანიჭებდა. გვიანდელი ფეოდალიზმის ხანაში ისევ მცირე ქალაქად რჩება. ახალდაბასთან 1260 წელს გაიმართა ქვიშხეთის ბრძოლა. შემორჩენილია ხიდის ნაშთი (X ს.) და კოშკი.
  • ახალდაბა - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში. ახალდაბა - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ხოდაშნის საკრებულოში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ხოდაშნისხევზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი). ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე, ახმეტიდან 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 26 ადამიანი. 1948 წელს სოფელში ღვთაების ეკლესიის მახლობლად, შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. I ს - ახ. წ. I საუკუნის დასაწყისის მდიდრული სამარხი. 1948-1949 წლებში გაითხარა იმავე ხანის ღარიბული სამაროვანი. ახალდაბის მდიდრული სამარხის მასალა (კამეათი შემკული ოქროს მედალიონი, ასეთივე მედალიონიდან ამოვარდნილი კამეა, ოქროს საკიდი, ოქროს მძივ-მილაკები, პართიის მეფის ოროდე I ძვ. წ. 57-37 წლების ვერცხლის მონეტა, ვერცხლის თასის, ბრინჯაოს სურისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები) დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ახალდაბის სამაროვნის ოქროს ნივთების ნაწილი არმაზისხევის პიტიახშთა სამარხებში აღმოჩენილი ოქროს სამკაულების მსგავსია. ახალდაბის მდიდრული სამარხეული კომპლექსი მიჩნეულია ადგილობრივი ხევისთავის კუთვნილებად.
  • ახალდაბა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში.ახალდაბა – სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ვარიანის საკრებულო). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 690 მეტრი, გორიდან 10 კილომეტრი.
  • ახალდაბა - სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში.
  • ახალდაბა - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში.
  • ახალდაბა - სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.
  • ახალდაბა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში.ახალდაბა - სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე წყალწითელის ზემო აუზში. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ტყიბულიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 31 კაცი.
  • ახალდაბა - სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში.
  • ახალდაბა - სოფელი წყნეთის სადაბო საკრებულოში.ახალდაბა — სოფელი თბილისში, დიდგორის რაიონში.

 

 

 

 

 

 free counters

: Login : : Create Account : : Register Domains : Make an Offer ::