Aspindza, Samtskhe-Javakheti, Georgia

 

ასპინძა - დაბა ასპინძის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახალციხე-გიუმრის (სომხეთი) საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე. ასპინძა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. მოსახლეობა 3.2 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, XI-XII სს-ის ხუროთმოძღვრების ძეგლები, მცირე საწარმოები. სახელი სპარსულიდან შემოვიდა ქართულში, აღნიშნავდა დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს. ასპინძის წარსულისადმი დაინტერესებულ თითქმის ყველა მკვლევარს ასპინძის, როგორც დასახლებული პუნქტის საწყისად მიაჩნია 888 წელი, როდესაც „იძლივნეს აფხაზნი, ნასრ და ბაყათარ ოვსნი და ერისთავი აფხაზთა. გაქცეულ ნასრას დაედევნენ და სამცხეში, ასპინძასთან 888 წეკს მოჰკლეს.“XVI ს-ის ბოლოს დაიპყრეს თურქებმა. ასპინძა ცნობილია 1625 და 1770 წლების ბრძოლებით. ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, 1829 წელს, იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

Aspindza is a town in southern Georgia's region of Samtskhe-Javakheti with a population of 13,010.

 

 

 

free counters

: Login : : Create Account : : Register Domains : Make an Offer ::