Marneuli, Kartlii, Qartli, Georgia

Photo by David & Bonnie

მარნეულში ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12°C, იანვარში 0°C, ივლისში 23,9°C. აბსოლუტური მინიმალური — 25°C, აბსოლუტური მაქსიმალური 40°C. ნალექები 500 მმ წელიწადში.

დიდ დასახლებად იქცა სოფლების: ლომთაგორა-მარნეულის, ეკლესიის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად. უძველესი დასახლებაა ლომთაგორა (წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში), რითაც ბოლოვდებოდა მეგალითური (ციკლოპური) ციხეების მწკრივი მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს. იყო მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და საგზაო კვანძი. XII საუკუნეში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ამ ადგილას ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა, შემდგომში, დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. 1947 წელს აღადგინეს ძველი ქართული სახელწოდება მარნეული. მარნეულის ტერიტორიაზე შემორჩენილია მეგალითური ხანის ციხის ნაშთები და ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია.

 

 

 

 

 

 

 

 

free counters

: Login : : Create Account : : Register Domains : Make an Offer ::