|

Meskheti is a mountainous area and a former province in southwestern Georgia. The ancient Georgian tribes of Meskhi (or Moschi) and Mosiniks were the indigenous population of this region, identified by some authors with the Mushki known from 12th century BC Assyrian sources. A majority of the modern Georgian population (Meskhs) of Meskheti are descendants of these ancient tribes. The Mosiniks (or Mossynoeci) were one of the inventors of iron metallurgy. In the 2nd millennium-4th century BC Meskheti was a part of the Georgian Kingdom of Diaokhi, in the 4th century BC-6th century AD - part of the Kingdom of Iberia. In the 10th-15th centuries this region was a part of the united Georgian Kingdom. In the 16th century Meskheti was occupied and annexed by the Ottoman Empire. In 1829-1917 the region was a part of Tbilisi Province (Tiflisskaia Gubernia), in 1918-1921 part of the Democratic Republic of Georgia, and in 1921-1990 part of the Georgian SSR. Since 1990 Meskheti (Samtskhe-Javakheti region) has been a province of the Republic of Georgia.
მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლი) ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკური წყაროებში (სტრაბონი, ძვ. წ. 64/63 — ახ. წ. 23/24) მოიხსენიება ეს ტერიტორია “მოსხიკეს” სახელწოდებით. (მოსხური ქვეყანა, მესხების მხარე) ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები “მესხეთს” არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად X-XVI სს-ში ზემო ქართლი იხმარებოდა. მის პარალელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა) და ჭოროხის აუზს მთლიანად (აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი). იგი სამხრეთიდან მდინარეების ევფრატისა და არაქსისაგან იფარგლებოდა ე. წ. მოსხური მთებით.
ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველები — მესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც. საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო.
ძვ. წ. II-I საუკუნეებში მესხეთის ტერიტორია 3 ნაწილად იყოფოდა; სომხეთს ეკავა — ტაო, სპერი და კოლა; კოლხეთს — შავშეთი, კლარჯეთი და აჭარა; ქართლს (იბერია) — არტაანი, კავახეთი და სამცხე. უფრო გვიან იბერიამ კვლავ შემოიერთა დანარჩენი მესხეთი გარდა სპერისა. IX-X საუკუნეებში მესხეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ბაგრატიონთა სამეფო (ცენტრი არტანუჯი). XII— XIII საუკუნეებიდან მესხეთი საქართველოს სამეფოს დიდმოხელე ერისთავთა, სამცხის სპასალარ ჯაყელ-ციხისჯვარელთა სამფლობელო იყო. ამ საგვარეულოს მიერ ათაბაგის სახელოს დამკვიდრების შემდეგ საათაბაგოდ იწოდებოდა (ცენტრი ახალციხე). XVI საუკუნეში მესხეთი ოსმალებმა მიიტაცეს და იქ ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეული — ახალციხის საფაშო შექმნეს. ისტორიული მესხეთის ნაწილი (სამცხე და ჯავახეთი) საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის შედეგად, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების (1829) თანახმად. აჭარა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 ომის შემდეგ ბერლინის კონგრესის (1878) გადაწყვეტილებით.

|
|