|

მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-MM. მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
- ახალგორის რაიონი;
- დუშეთის რაიონი;
- თიანეთის რაიონი;
- მცხეთის რაიონი;
- ყაზბეგის რაიონი.

|