|

Samtskhe-Javakheti (Georgian: სამცხე-ჯავახეთი) (formerly Meskheti ) is a region in southern Georgia, with Akhaltsikhe as its capital. Samtskhe-Javakheti comprises six administrative districts: Akhaltsikhe, Adigeni, Aspindza, Borjomi, Akhalkalaki and Ninotsminda. There are 5 municipalities, 6 townlets, 67 community and village sakrebulos (assemblies), and 268 villages in the region. It is bordered by Guria and Imereti to the north, Kartli (Shida Kartli and Kvemo Kartli) to the north-east and to the east, Armenia and Turkey to the south, Ajara to the west. Baku-Tbilisi-Ceyhan oil pipeline and South Caucasus natural gas pipeline passes through this region.
სამცხე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები, ჩრდილოეთით - ფერსათის მთები, სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით - ჭობისხევი.
სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის - სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული). XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე მსხვილ ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდგომში კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას. ამ პერიოდში დაწინაურდა ცენტრალური ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა - ჯაყელ-ციხისჯვარელთა ფეოდალური სახლი.მონღოლთაგან სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1266, მთავარი სარგის ჯაყელი "ხასინჯუს" სისტემით უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. XII-XIV საუკუნეების სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე. წ. ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი). XVI საუკუნისათვის სამცხეში 2 საეპისკოპოსო იყო - აწყურისა და წურწყაბის. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხისა და მომიჯნე ტერიტორიაზე იქმნება მსხვილი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამცხე-საათაბაგო.სამცხე XIV-XVII საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XVI საუკუნის მე-2 ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-29 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები - ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის რაიონებს.
სამცხე-ჯავახეთის მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SJ. სამცხე-ჯავახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
|

|