Tkvarcheli, Apkhazeti, Abkhazia, Georgia |
|
::: Home ::: Facts ::: News :::


Media Awareness Project
Today's "Berlin Wall" dividing Values of Western Civilization from Russian Imperialism runs along administrative borders of separatist Regions of Georgia. Once again Georgia became epicenter of Events that determines outcome of the battle, between Evil and Good of Humanity!
Joint project with the Georgian Academy of Sciences (GAS) aimed at raising awareness of the history of Abkhazia and Samachablo (South Ossetia) in the world media
ტყვარჩელი (აფხ. Тҟәарчал) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის რაიონში (ამჟამად ცალკე რაიონია). მდებარეობს მდინარე ღალიძგაზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1942 წელს. ქალაქის ძირითადი ინდუსტრიებია ქვანახშირის მოპოვება, სამშენებლო მასალების და სხვა საწარმოები. განთქმულია ბალნეოლოგიური კურორტით
ტყვარჩელი ქალაქად გამოცხადდა 1942 წელს. ქვანახშირის მოპოვება ამ ადგილას 1935 წლიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დონბასის გერმანელების ხელში გადასვლის გამო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის პერიოდში ქალაქი ალყაში იყო მოქცეული ქართული ჯარების მიერ და მისი დარჩენილი მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიდა. ქალაქს სურსათით, იარაღითა და დაქირავებული მებძოლებით რუსული სამხედრო ვერტმფრენები ამარაგებდა.ომის ბოლო ეტაპზე, ტყვარჩელიდან სისტემატურად იბომბებოდა კოდორის ხეობა. ქალაქი ქართულმა მოსახლეობამ ომის დასაწყისშივე დატოვა, მის გარშემო სოფელში დარჩენლი ქართველები კი ფაქტიურად მძევლების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
1995 წლიდან ქალაქი ამავე სახელწოდების ახლად ჩამოყალიბებული რაიონის ცენტრია.
ქვანახშირის მოპოვება ქალაქის მთავარი ინდუსტრია იყო დაარსებიდან, თუმცა ამჟამად საბჭოთა პერიოდის მაღაროები დახურული და ქვანახშირს მოიპოვებს მხოლოდ თურქული კომპანია "თამსაშ" (Tamsaş) ღია მეთოდით. ამ კომპანიის გადასახადები ქალაქის ხაზინის შემოსავლების 75% შეადგენს, თუმცა მას ეკოლოგიის უგულვებელყოფას აბრალებენ.
ქალაქში მოქმედებდა ცემენტისა და აგურის ქარხნები, რომლებიც ამჟამად გაჩერებულია ტექნიკური სიძველის გამო. გეგმაშია ახალი ცემენტის ქარხნის მშენებლობა, რომლის პროდუქციას სავარაუდოდ სოჭის ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენებენ.
ქალაქსა და ოჩამჩირის რაიონს საბჭოთა პერიოდში ელექტროენერგიით ამარაგებდა ტყვარჩელის ქვანახშირის ელექტროსადგური, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს ქვანახშირის მარაგის შემცირების გამო გაზზე გადაიყვანეს.
1989 წელს ქალაქის მოსახლეობა იყო 21 744 ადამიანი. სამი მთავარი ეთნიკური ჯგუფი იყო აფხაზები (42,3%), რუსები (24,5%) და ქართველები (23,4%). ომის შედეგად ქალაქის ინდუსტრია გაჩერდა და მისი მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2004 წელს მოსახლეობა ზოგიერთი მონაცემებით 4 800-მდე შემცირდა. 2003 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგად ქალაქში 4 786 მცხოვრები იყო.

|